მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ნაწილს რამზან კადიროვის ბანდიტური ფორმირება „ახმატი“ აკონტროლებს - უკრაინული მხარე

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი

ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ნაწილს ჩეჩნეთის უფროსის რამზან კადიროვის ბანდიტური ფორმირება, სპეციალური სწრაფი რეაგირების რაზმი „ახმატი“ აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ შექმნილი ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი წერს.

„დამპყრობლები მუდმივად აძლიერებენ უსაფრთხოებას სადგურზე, გაიზარდა პოსტების რაოდენობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავს დაუცველად გრძნობენ.

ცნობილია, რომ ბოლო დროს სადგურის ნაწილს აკონტროლებდა კადიროვის ბანდიტური ფორმირება - „ახმატი“, რომელმაც თავისი აღჭურვილობა და იარაღი პირდაპირ No1 და No2 ტურბინულ დარბაზებში მოათავსა“, - აღნიშნავს ცენტრი.

ცენტრი ასევე იუწყება, რომ რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაუკავშიროს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური თავის ენერგეტიკულ სისტემას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ირანის ციხეში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაშავდა - Rueters

👉 მექსიკის ბარში სროლას 12 ადამიანი ემსხვერპლა

👉 „მტერი ცდილობს მთელი ფრონტის ხაზის დანაღმვას, ყველაფერს ნაღმავენ, რაზედაც ხელი მიუწვდებათ“ - სერგეი გაიდაი

👉 „მელია უკვე „მაშველი რგოლია“ ხელისუფლების“ - თაკო ჩარკვიანი

👉 ოკუპანტებმა ხერსონიდან ბანკებისა და „სახელმწიფო დაწესებულებების“ ქონება წაიღეს - უკრაინის გენშტაბი