მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

შეთანხმება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

შეთანხმება 2019 წლის 25 ივლისს იყო გაფორმებული. მასში საუბარია სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

„აღნიშნული შეთანხმების მიხედვით ხელმომწერ ქვეყნებს შორის და მესამე ქვეყნებში ხორციელდება სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია გაფორმებული“, - წერია დოკუმენტში.