მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანამ რამდენიმე ოლქში ახალი ტერიტორიები გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს გაგრძელდა ჩვენი არმიის, ყველა ჩვენი დამცველის შეტევითი მოძრაობა. რამდენიმე ოლქში არის ახალი გათავისუფლებული დასახლებები. სასტიკი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ფრონტის მრავალ მონაკვეთზე. თუმცა ამ საბრძოლო მოქმედებების პერსპექტივა თვალსაჩინოა – სულ უფრო მეტი ცდილობს გაქცევას, სულ უფრო მეტი დანაკარგი აქვს მტრის არმიას, სულ უფრო მეტად ესმით, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლით. რუსეთს ვერ დაეხმარება არც ფსევდორეფერენდუმი, არც ანექსიების შესახებ განცხადებები, არც მათ მიერ გამოგონილი საზღვრების შესახებ საუბარი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტში ოთხი „ჰაიმარსის“ სისტემა იქნება გათვალისწინებული - Reuters

👉 პუტინი ცდილობს, ხარკოვის რეგიონში წარუმატებლობისთვის პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების გამოყენებით გადაიტანოს - ISW

👉 „საფრანგეთს სურს, ომის ფასი რუსეთისთვის გაუსაძლისი გახადოს“ - საფრანგეთის პრემიერი

👉 პუტინი ბირთვული ესკალაციისთვის მზადაა და საცდელ აფეთქებას უკრაინის საზღვართან გეგმავს - The Times