მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებმა ისლამური რევოლუციის გვარდიის ირანელი ჯარისკაცები განალაგეს უკრაინაში - ISW

დრონი

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, რუსებმა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან დაკავშირებული ირანელი სამხედროები განალაგეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა რუს სამხედროებს ასწავლონ, როგორ გამოიყენონ შაჰედ-136 დრონები.

ISW ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა ჯარებმა ირანელი ინსტრუქტორების დაუზუსტებელი რაოდენობა ჩაიყვანეს ყირიმში, ჟელეზნის პორტში და გლადოვცში, ასევე ხერსონის რეგიონში, რათა მოემზადებინათ რუსული ჯარები თავდასხმის თვითმფრინავების გამოყენებაში. ცენტრის განცხადებით, ირანელი ინსტრუქტორები პირდაპირ აკონტროლებენ „შაჰედების“ გაშვებას უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის ნიკოლაევის და ოდესის რეგიონებში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ნატო უკრაინის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, ეს იქნება მთავარი პრიორიტეტი - იენს სტოლტენბერგი