მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე“ ახალი მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებენ

ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს აღმოსავლეთ უკრაინაში „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან“ დაკავშირებით ახალი მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, უკრაინამ განაცხადა, რომ მოსკოვმა უარყო მისი რამდენიმე წინადადება, მათ შორის პატიმრების გაცვლის, საგუშაგოს გახსნისა და ერთობლივი საკომუნიკაციო ცენტრის გაფართოების შესახებ.

„სამწუხაროდ, უკრაინული მხარის ყველა ინიციატივა უარყო რუსეთის ფედერაციამ, შორსმჭვრეტელი საბაბით“, - აღნიშნა უკრაინის დელეგაციამ, რომელიც ქვეყანას სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში წარმოადგენს.

საკონტაქტო ჯგუფში ასევე შედიან რუსეთი და ეუთო.

თავის მხრივ რუსეთმა განაცხადა, რომ კიევმა „აბსოლუტურად აბსურდული“ წინადადებები წამოაყენა და უკრაინა მოლაპარაკებების იმიტაციაში დაადანაშაულა.

მოსკოვმა აღნიშნა, რომ საკონტაქტო ჯგუფს, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება ევალება, გერმანია და საფრანგეთი უნდა დაემატოს. 

„ასეთ პირობებში დონეცკმა, ლუგანსკმა და ეუთომ შეუძლებლად მიიჩნიეს მოლაპარაკებების გაგრძელება. ჩვენ გვესმის ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა საკონტაქტო ჯგუფში ბორის გრიზლოვმა.

ეუთოს მხრიდან არანაირი განცხადება არ ყოფილა.

ამ დროისთვის გაურკვეველია, გაიმართება თუ არა ახალი მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.