მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ჯარებმა თავდაცვაზე გადასვლა დაიწყეს - არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა  განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა თავდაცვაზე გადასვლა დაიწყეს.

„ყველა მიმართულებით, რუსეთის ჯარებმა ახლა მიიღეს ბრძანება, დაიკავონ პოზიციები, რომლებიც საუკეთესოა ამ მხარეში თავდაცვის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, დამპყრობლები ცდილობენ მიაღწიონ დასაცავად ხელსაყრელ უბნებს, დასახლებებს, ბორცვებსა და ბუნებრივ საზღვრებს, როგორიცაა მდინარეები და ხეობები. ჯარის ნაწილი აგრძელებს წინსვლას.

„ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის არმიამ დაიწყო თავდაცვაზე გადასვლა მთელ სექტორში, ხერსონიდან ხარკოვამდე. ერთადერთი ადგილი, სადაც ამას ჯერ არ აკეთებენ, არის იზიუმის და ლუგანსკის მიმართულებები“, - დასძინა არესტოვიჩმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉სამხრეთით უკრაინელებმა 130 რუსი გაანეიტრალეს და 3 ტანკი გაანადგურეს

👉„უკრაინელები ჩვენი მონათესავე ერი, ძალიან მშვიდობიანი ხალხია, მაგრამ მათ დიდი ხანია ატყუებენ“ - პესკოვი

👉 მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება შეინარჩუნონ სიცოცხლე, ისინი უკრაინას სჭირდებიან - რეზნიკოვი

👉კრემლი საოკუპაციო ძალების მეთაურებს სჯის - უკრაინის დაზვერვა

👉რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს - უკრაინის გენშტაბი