მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლებელია თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? დიახ, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება სხვა გზით, გარდა ბრძოლის ველისა? სამწუხაროდ, არა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ტერორის შეჩერება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი და უკრაინას სჭირდება იარაღი, რომელიც პარტნიორებს აქვთ მარაგში და რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები ელოდებიან.

ზელენსკი ასე გამოეხმაურა რუსეთის მიერ დნიპროში განხორციელებულ თავდასხმას.

„შესაძლებელია თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? დიახ. შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება სხვა გზით, გარდა ბრძოლის ველისა? სამწუხაროდ, არა. ეს შეიძლება და უნდა გაკეთდეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე, ჩვენს ზღვაში. რა არის ამისთვის საჭირო? იარაღი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ საწყობებში და რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები ელიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დნიპროზე სახლი, რომელიც რუსეთის დარტყმით განადგურდა, მდებარეობდა ქუჩაზე სახელწოდებით „გამარჯვების სანაპირო“.

„როდესაც ამ ქუჩას დაარქვეს ეს სახელი, იგულისხმეს ნაცისტებზე გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევაჩეროთ რაშიზმი ისე, როგორც თავისუფალმა სამყარომ შეაჩერა ნაციზმი თავის დროზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მხოლოდ ერთი რამ მინდა - ყველა რუსმა ნაძირალამ დაინახოს ის, რაც მე საკუთარი თვალით ვნახე“ - დნიპროს მერი

👉 „მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოვლენა, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა“ - სალომე ზურაბიშვილი დნიპროზე რუსეთის თავდასხმაზე

👉 დიდი ბრიტანეთი უკრაინას Apache თავდასხმის ვერტმფრენებს გადასცემს - მედია

👉 ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა - სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

👉 თურქეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“, რევაზ ლორთქიფანიძე მოკლეს