მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში ფიქრობენ, შეუძლიათ შეინარჩუნონ პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, თუ აზერბაიჯანი ანალოგიურად მოიქცა იწყება კივილი მთელი მსოფლიოს გასაგონად - რასიმ მუსაბაოვი

სომხეთ აზერბაიჯანი

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სომხეთში ბევრი ფიქრობს, მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ რაღაც პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ და თუ აზერბაიჯანი ანალოგიურად მოიქცა, მაშინვე იწყება კივილი მთელი მსოფლიოს გასაგონად, საცოდავი სომხეთი იტანჯება აგრესიული აზერბაიჯანისგან“, - ამის შესახებ „პალიტრას“ ეთერში აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის წევრმა, დეპუტატმა და პოლიტოლოგმა რასიმ მუსაბაოვმა განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა პირობები აქვს აზერბაიჯანს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის? აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის წევრმა რასიმ მუსაბაოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მოთხოვნებში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება უშუალოდ ვინმე დააზარალოს. 

„არ არის არანაირი პირობები. აზერბაიჯანი ამბობს, ეს ურთიერთობები უნდა დაეფუძნოს საერთაშორისო სამართალს და 5 პრინციპი, რომელიც აზერბაიჯანმა დააყენა, მოიცავს იმას, რომ მხარეები აღიარებენ  ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს, იღებენ ვალდებულებებს ერთმანეთი საქმეში არ ჩაერიონ.

აზერბაიჯანის ამ მოთხოვნებში არაფერი ისეთი, რამაც შეიძლება, უშუალოდ ვინმე დააზარალოს, არ არის. სხვა საკითხია, რომ სომხეთს მოუწევს უარი თქვას აზერბაიჯანის ტერიტორიებთან დაკავშირებით, უარი თქვას მცდელობებზე, გაათამაშოს  ყარაბაღის კარტი. აზერბაიჯანი სომხეთიდან არაფერს ითხოვს.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სომხეთში ბევრი ფიქრობს, მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ რაღაც პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, თუ აზერბაიჯანი ანალოგიურად მოიქცა, მაშინვე იწყება კივილი მთელი მსოფლიოს გასაგონად, საცოდავი სომხეთი იტანჯება აგრესიული აზერბაიჯანისგან, თუმცა სინამდვილეში  ყველაფერი პირიქითაა.

სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, იქ სადაც იმყოფებიან ე.წ. რუსი სამშვიდობოები, ჰყავს დაახლოებით 3 000-მდე ოფიცერი, რომლებიც ხელფასს სომხეთიდან იღებენ და 7 აზერბაიჯანული სოფელი სომხებს აქვთ დაკავებული, მაშინ, როცა აზერბაიჯანულ ჯარებს არცერთი დასახლებული პუნქტი არ დაუკავებიათ სომხეთის ტერიტორიაზე“, - აცხადებს რასიმ მუსაბაოვი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რამდენად რეალურია ირანსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყება? - აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის განმარტება

👉 „ჩვენ არ ვგეგმავთ უკან დახევას“ - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავდეევკასა და ბახმუტის რაიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

👉 თურქეთმა გააფრთხილა რუსეთი, თუ სომხეთს დაეხმარებოდა, მაშინ აზერბაიჯანის მიწაზე თითო რუს ჯარისკაცს წინ დახვდებოდა ორი თურქი ჯარისკაცი და ოფიცერი - რასიმ მუსაბაოვი

👉 რუსეთის მიზანი ადამიანების გამწარებაა, შეგვიძლია რუსეთს ვუწოდოთ ტერორისტების ბანდა - ალექსეი გონჩარენკო

👉 გთავაზობთ, ევროპარლამენტი იდიოტიზმის სპონსორად ვაღიაროთ - მარია ზახაროვა