მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება დიდია, პუტინის ფსიქიკური არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე“ - მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი

„ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება დიდია, პუტინის ფსიქიკური არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა. 

უკრაინაში  ქართული ლეგიონის მეთაური აცხადებს, რომ ამით პუტინი ცდილობს, ტერორისტული მეთოდებით გავლენა იქონიოს უკრაინაზე და დასავლეთზე.

„პუტინი ცდილობს იძიოს შური სამოქალაქო პირებზე და ძირითადი სამიზნე ხდებიან სამწუხაროდ, მოქალაქეები. 90-ზე მეტი რაკეტა და კამიკაძე დრონი იყო გამოშვებული უკრაინის მიმართულებით და ჯერ კიდევ მიდის ინტენსიური დაბომბვა უკრაინის სხვა ქალაქების. კიევზე განხორციელდა 20-მდე სარაკეტო დარტყმა. მსხვერპლი ძალიან დიდია. პუტინი ცდილობს, ტერორისტული მეთოდებით გავლენა იქონიოს უკრაინაზე და დასავლეთზე.  თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, თუმცა დარტყმის ზუსტი ადგილი არ ვიცოდით. 

რუსეთი თავის სტილში აგრძელებს ტერორიზმს, სამიზნე გახდა საბავშვო სათამაშო მოედანი. რუსეთი უნდა იყოს ცნობილი, როგორც ტერორისტი ქვეყანა და უნდა იყოს სათანადო სანქციები დაწესებული. საკმაოდ დიდი საშიშროებაა იმის, რომ პუტინი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს“, - აღნიშნავს უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ბირთვული იარაღი არ დაეხმარება პუტინს უკრაინის ხელში ჩაგდებაში - ISW

✔️ კიევში სამთავრობო კვარტალთან არსებული ობიექტების დაბომბვა, შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ სამთავრობო შენობები მათთვის ერთგვარი ლეგიტიმური სამიზნე გახდა - გიორგი კობერიძე

✔️ სავარაუდოდ, კრემლი მომდევნო კვირაში სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვის შეცვლას გეგმავს - ISW

✔️ მედვედევი ყირიმის ხიდის დაბომბვას უკრაინის მიერ ჩადენილ „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს

✔️ უკრაინაში განგაშის სიგნალი არ წყდება, კლავენ ადამიანებს - ვოლოდიმირ ზელენსკი