მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების ბაზები და საწყობები გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების ბაზები და საწყობები გაანადგურეს

ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების სამი ბაზა და სამი საბრძოლო საცავი განადგურდა, - ამის შესახებ  ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ„ურდოს დემილიტარიზაცია“ გაგრძელდა.

„ბაზები: კახოვკას რაიონი, ნოვაიაკახოვკა, გენიჩესკის რაიონი. ხერსონში საბრძოლო მასალების საწყობები: ნოვაიაკახოვკაში, გენიჩესკის რაიონში, ბერისლავსკის რაიონში“, - აღნიშნა ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა.

ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ სევერსკის მიმართულებით ოკუპანტების როტაცია გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

✔️ კრემლის გადაწყვეტილებით 64-ე მოტორიზებული ბრიგადა ბუჩაში მომხდარი სისასტიკის დასამალად განადგურდა - ISW

✔️ რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე - ვოლოდიმირ ზელენსკი

✔️ ყირიმელებმა მიიღეს ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ყირიმის გათავისუფლება გარდაუვალია - ჩუბაროვი