მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზას ათობით დარტყმა მიაყენეს

ომი უკრაინაში

3 ივლისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში 4 რუსული სამხედრო ბაზიდან ერთ-ერთი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, 30-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა რუსეთის სამხედრო ბაზებზე. 

„ჩვენი სამხედროების წყალობით, რაშისტების ჯავშანტექნიკა საბრძოლო მასალის მქონე რელსებიდან გადავიდა. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა მელიტოპოლს მშვიდობიანი ცხოვრება და უკრაინის სახელმწიფოებრიობა დაუბრუნდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ამასთან, მელიტოპოლის მერის თქმით, ოკუპანტები მელიტოპოლს ე.წ. რეფერენდუმისთვის ამზადებენ. 

„ოკუპანტები ქალაქის მცხოვრებლებს აშანტაჟებენ, რომ პასპორტები და სანომრე ნიშნები შეცვალონ“, - აცხადებს მერი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „პუტინი ახალ „ფიურერად“ იქცა“ - ექსპერტი

🔴 ბელარუსი უკრაინაში დივერსანტების გაგზავნას გეგმავს - უკრაინის შს მინისტრის მოადგილე