მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინულმა დრონმა როსტოვის ოლქში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ააფეთქა

ნავთობის ქარხანა როსტოვის ოლქში

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში უკრაინულმა დრონმა ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ფართობმა 50 კვადრატული მეტრი შეადგინა. დაბომბვის მომენტი ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიღო. 

ომის დაწყებიდან რუსული ძალები უკრაინის ნავთობის ინფრასტრუქტურას აქტიურად ბომბავენ. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესაბამისი პასუხის გაცემას დაჰპირდა.