მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინულმა ძალებმა დონბასში ოკუპანტების შეტევა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს

ომი უკრაინაში

სლავიანსკის, ბახმუტის, ავდეევკის და კრამატორსკის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა შეაჩერეს მტრის თავდასხმები და მტერს აიძულეს უკან დახეულიყო. ამის შესახებ  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რეზიუმეშია ნათქვამი. 

„კრამატორსკის მიმართულებით მტერი ცდილობს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ის აქტიურად იყენებს არმიის ავიაციას. დაიბომბა ბელოგოროვკას, გრიგოროვკას, სტაროდუბოვკას, ვესელოეს, ფედოროვკას და სევერსკის მახლობლად მიმდებარე ლოკაციები“, - აცხადებენ გენშტაბში. 

ამავე ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით, მტერმა გაააქტიურა უკრაინის თავდაცვის წინა ხაზის დაზვერვა. მორიგ ჯერ დაბომბა არტილერიიდან და ტანკებიდან ბელოგოროვკას, კურდიუმოვკას, ვასილიევკას, ზაიცევოსა და ჟელეზნაიას ახლომდებარე ტერიტორიები. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს

✔️ „რუსეთს არ სჭირდება გაღიზიანება, ბუნებრივად გაღიზიანებული წარმონაქმნია“ - ნონა მამულაშვილი