მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა

ჩინური ავიაგამანადგურებელი

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ოთხი J-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა - ამის შესახებ კუნძულის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. 

რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი. 

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინა და ჩვენი ხალხი უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი რუსული რაკეტა და ჭურვი - ზელენსკი

👉 „რუსები თითქმის ერთი თვეა, ლუგანსკის ოლქის მცირე ნაწილის აღებას ვერ ახერხებენ“ - გაიდაი

👉 კრემლის პროპაგანდისტებმა ბიზნესმენ ალექსეი ვადატურსკის მიზანმიმართული მკვლელობა ირიბად დაადასტურეს - უკრაინული მხარე