მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ციხეში იგი „მკერავი“ გახდა

ახალი საქმე ნავალნის წინააღმდეგ

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ იგი ციხეში სამკერვალო სახელოსნოს შეუერთდა და „მკერავი“ გახდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

ნავალნი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხუმრობდა, რომ გამოცდილებამ ფემინისტების მიმართ მისი დამოკიდებულება შეცვალა. 

45 წლის პოლიტიკოსის თქმით, ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს მუშაობას სთხოვს და მათ არჩევანის გაკეთების საშუალებას კერვას, ცხობასა და სხვა საქმეებს შორის აძლევს. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის.