მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ ღორებს რატომ აქვთ უფლება ხალხს შემოსავალი ჩამოართვან? - ალექსეი ნავალნი ინსტაგრამის დაბლოკვაზე

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი

კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის მასშტაბით ინსტაგრამის გათიშვასთან დაკავშირებით „როსკომნადზორის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

„რისი თქმა მინდა? აი, კრემლში სხედან ნაძირალები. ისინი არ იცნობენ ადამიანებს, არ ესმით და ეზიზღებიან. Instagram-ი არის ათიათასობით მცირე ბიზნესის საშუალება მთელ რუსეთში და მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. 

სწორედ აქ შოულობს ფულს პერმიდან მარტოხელა დედა მანიკიურის სერვისების რეკლამით. აქ კაცი იაროსლავლიდან გვიჩვენებს, რა მაგრად აკეთებს პარკეტს და ეძებს კლიენტებს. გოგონა პეტერბურგიდან აცხობს და ყიდის ნამცხვრებს.

ინსტაგრამი, მასში განთავსებული რეკლამა ათიათასობით ოჯახისთვის შემოსავლის წყარო იყო. ეს ადამიანები სახელმწიფოსგან არაფერს იღებენ. ნავთობისა და გაზის შემოსავლისგან არაფერს იღებენ. ინსტაგრამი კი მათი ბიზნესის გარემოა. რატომ აქვთ ამ ღორებს უფლება ჩამოართვან ამ ხალხს შემოსავალი და ყველა სხვა მომსახურება? “, - აცხადებს ალექსეი ნავალნი. 

შეგახსენებთ, 8 მარტს „როსკომნადზორმა“ კომპანია Meta-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმის ინსტაგრამის დაბლოკვის შესახებ განაცხადა

14 მარტს 00:00 საათზე ინსტაგრამი რუსეთში დაიბლოკა. 

ამავე თემაზე: 

👉 ინსტაგრამი რუსეთში წვდომას ზღუდავს

👉 რუსეთის გენპროკურატურა „ინსტაგრამის“ დაბლოკვასა და Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას ითხოვს

👉 „მოქალაქეების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად“ - როგორ ხსნიან რუსეთში ინსტაგრამის დაბლოკვას