მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საავადმყოფო ავღანეთში

ავღანეთში მომხდარ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ  theguardian.com იუწყება. 

მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,1 შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქ ხოსტთან, ქაბულიდან სამხრეთით მდებარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. მიწისქვეშა ბიძგები პაკისტანშიც იგრძნობოდა. კერძოდ, ისლამაბადში და პენჯაბის პროვინციაში. 

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.