მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში სადესანტო სწავლების დროს 2 რუსი სამხედრო დაიღუპა

სადესანტო სწავლება ბელორუსში

დასავლეთ ბელარუსში, პოლონეთის საზღვართან გამართული ერთობლივი სადესანტო წვრთნების დროს ორი რუსი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცების პარაშუტებმა ძლიერი ქარის გამო გამართულად ვერ იმუშავა.

დაღუპულები რუსი მედესანტეების 250-ე ჯგუფის წევრები იყვნენ, რომლებიც ბელარუსის არმიასთან ერთობლივ მანევრებში მონაწილეობდნენ.