მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ მორიგი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. 

ბალისტიკურმა რაკეტამ 800 კილომეტრი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. 

ფხენიანის ქმედება ოფიციალურმა სეულმა დაგმო და რაკეტის გამოცდას „პროვოკაციული“ უწოდა.

„სამხრეთ კორეა მკაცრად გმობს ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვება, როგორც მნიშვნელოვან პროვოკაციას და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევას, რაც საზიანოა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულზე, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში“, - აცხადებენ სამხრეთ კორეელები.