მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჭუჭყი, ბომჟები, უამრავი დარტყმული“ - თინა კანდელაკი ნიუ-იორკის შესახებ წერს

ტელეწამყვანი თინა კანდელაკი

რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ტელეგრამში წერს, რომ ნიუ-იორკიდან ნაცნობის წერილი მიიღო, რომელიც წერს, რომ იქ მხოლოდ ჭუჭყი, ბომჟები და რუხი ფერის სამყარო იხილა.

„ნაცნობმა მომწერა ნიუ-იორკიდან: „რუხი სამყარო, ჭუჭყი, ბომჟები, უამრავი დარტყმული, სიცივე და, რაც მთავარია, ცივილიზაციისგან რაღაცა ჩამორჩენილი სამყაროა. ყველაფერი ძალიან არათანამედროვეა. ისეთი განცდა მაქვს, რომ 2010 წლის მოსკოვში აღმოვჩნდი“, - წერს თინა კანდელაკი ახლობლის წერილის შესახებ.

ცნობისთვის, თინა კანდელაკი ცნობილია თავისი სკანდალური გამონათქვამებით დასავლეთის, უკრაინისა და საქართველოს შესახებ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისთვის კანდელაკის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები მოქმედებს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? მიმოიხედე გარშემო, პასუხი აშკარაა, ეს პუტინია“ - თინა კანდელაკი

🔴 „სამშობლო მხოლოდ აქ არის, ასე იყო და ასე იქნება“ - თინა კანდელაკი აშშ-ის მიერ სანქცირებულია

🔴 „კანადამ ჩემი ქმარი დაასანქცირა, რა ვქნა, ვერ ჩავფრინდები საკუთარ საცხოვრებელში, ვერ შევალ იქ 6 მეტრიანი მაიბახით და ვერ შეგვხვდებიან კანადელი მსახურები“ - თინა კანდელაკი

🔴 „მეკითხებიან, რატომ არ ვწერ ხშირად ჩემს მშობლიურ საქართველოზე, არ მინდა ცუდზე დავწერო და არცერთი კარგი ამბავი არ ყოფილა ბოლო წლებში“ - თინა კანდელაკი