მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლეთი არ არის კმაყოფილი სსრკ-ს როლით მეორე მსოფლიო ომში - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

დასავლეთის ქვეყნები ბანალური, მაგრამ ბარბაროსული გზებით ცდილობენ გადაწერონ მეორე მსოფლიო ომის ისტორია, რადგან არ არიან კმაყოფილი, რომ ამის შედეგად საბჭოთა კავშირი გახდა ქვეყანა, რომელმაც დაამარცხა ბოროტება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. 

დიპლომატის თქმით, დასავლური ქვეყნები მსოფლიო წესრიგის საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლების განადგურებას დაახლოებით ათი წელია ცდილობენ.

ზახაროვამ გაიხსენა, რომ საერთაშორისო სამართლის სისტემა ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შედეგების შემდეგ, ამავე დროს დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო). ომის შემდგომ სამყაროს სჭირდებოდა გარანტია, რომ ეს ტრაგედია აღარ განმეორდებოდა და ეს გარანტია უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ გლობალური, სისტემის სახით, რომელიც იმუშავებდა.

მან აღნიშნა, რომ დასავლეთი ცდილობს გადაწეროს მსოფლიო ისტორია საკმაოდ ბანალური, მაგრამ ბარბაროსული მეთოდებით. 

„მათი გადმოსახედიდან შესაძლებელია ყველა ძეგლის დანგრევა, რომელიც აძლიერებს მეორე მსოფლიო ომის გმირების როლს. თქვენ შეგიძლიათ დადოთ ახალი ძეგლები, გმირებად დააფიქსიროთ დამნაშავეები, რომლებიც სწორედ ბოროტებასთან იყვნენ დაკავშირებული. დასავლეთის მიზანია ყველაფრის სრული განადგურება, რაც საერთაშორისო სამართლებრივ სეგმენტში აფიქსირებს საბჭოთა კავშირის განმათავისუფლებელ როლს. დასავლეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის სისტემა“, - დასძინა ზახაროვამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბრიტანეთმა ეუთოს სესიაზე მიმავალ რუსეთის დელეგაციას ვიზებზე უარი უთხრა

👉 „ლუგანსკში ნამდვილად რთული მდგომარეობაა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 რუსეთის არმიაში „წმენდა“ გრძელდება უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო - ISW

👉 დასავლეთი სასურსათო კრიზისის პროვოკატორია - მარია ზახაროვა

👉 რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკება შეიძლება, სუვალკის დერეფანში მოხდეს - Politico