მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია იაპონურ მედიაზე დაყრდნობით წერს. 

 იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, დამატებითი სანქციები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას და რუსეთისთვის სხვა სერვისების მიწოდების აკრძალვას ეხება. 

გარდა ამისა, სანქციები, იაპონიის პრემიერის თქმით, რუსეთის ფედერაციის კიდევ 70 პირისა და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. 

„აიკრძალება საქონლის მიყიდვა თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ 90 ორგანიზაციასთან“, - აცხადებს ფუმიო კიშიდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉  თურქეთში მიაჩნიათ, რომ შეთანხმების შემთხვევაში „მარცვლეულის დერეფანი“ ერთ თვეში გაიხსნება

👉  აშშ უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენას გეგმავს - CNN

👉  ბელარუსმა რუსეთს 20 ვაგონამდე საბრძოლო მასალა გაუგზავნა - უკრაინის გენერალური შტაბი