მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოელი კაცი ძროხების ქუჩაში გაშვების გამო დააპატიმრეს

ძროხები ინდოეთში

დასავლეთ ინდოეთის გუჯარათის შტატის სასამართლომ კაცს ექვსთვიანი პატიმრობა შეუფარდა იმის გამო, რომ თავისი პირუტყვი ქუჩაში გაუშვა. ამის შესახებ BBC იტყობინება. 

სასამართლოში განაცხადეს, რომ სასჯელი მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით დაწესდა, რადგან მსგავსი დანაშაულები მზარდია.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველია და მათი დაკვლა აკრძალულია 18 შტატში, მათ შორის გუჯარათში. 2017 წელს გუჯარათის შტატმა ძროხის დაცვის კანონები გაამკაცრა. 

ძროხის დაკვლის შემთხვევაში მოქალაქე შესაძლოა, სამუდამო პატიმრობით დასაჯონ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აფხაზურ კრიპტოფერმებს შეუძლია საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ - „Amra Life“

✔️ „რუსეთი დასავლეთთან საინფორმაციო დაპირისპირებაში კნუტს ჰგავს მარტორქის წინააღმდეგ“ - კრემლი ცდილობს გააკონტროლოს არმიის კრიტიკის ტალღა - ISW

✔️ ერაყში საერთო საცხოვრებელში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 4 და დაშავდა 27 ადამიანი