მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გაიმართა

აქცია ისრაელში

ისრაელის ქალაქებში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ასობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას bbc ავრცელებს

მედიის ცნობით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ დემონსტრაციები ქვეყანაში უკვე 10 კვირაა, მიმდინარეობს.

რეკორდული რაოდენობის დემონსტრანტი გამოვიდა ქალაქ ხაიფას ქუჩებში. სხვადასხვა შეფასებით, 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში თელ-ავივში.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას, გააუქმოს მთავრობისა და ქნესეთის გადაწყვეტილებები.

ცვლილებების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, რეფორმა ისრაელის დემოკრატიას ძირს უთხრის. კანონპროექტი ქნესეთს პირველი მოსმენით აქვს დამტკიცებული.