უცხოეთი

🎥 იტალიის სანაპირო დაცვამ 125 მიგრანტი გადაარჩინა (ვიდეო)

სამაშველო ოპერაცია
1631272824
დაკოპირებულია

იტალიის სანაპირო დაცვამ 100-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა. ისინი იმყოფებოდნენ პატარა დაუსახლებელ კუნძულზე, რომელიც მდებარეობს ლამპედუზას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპიროს მოპირდაპირედ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

იტალიის სანაპირო დაცვის განცხადებით, მათ დაახლოებით 125 მიგრანტი გადაარჩინეს. მიგრანტთა შორის 49 ქალი და 20 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

სანაპირო დაცვამ თქვა, რომ ისინი „შოკში იყვნენ“, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არავის აღენიშნებოდა.

გასაბერი ყვითელი სამაშველო ტივის მეშვეობით და მაშველების დახმარებით ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. იტალიის ამ მხარეს მიგრანტები ხშირად ითხოვენ თავშესაფარს.