მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები სკეპტიკურად არის განწყობილი პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრის მიმართ

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი

თეთრი სახლის  სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, თეთრი სახლი სკეპტიკურად არის განწყობილი მოსკოვში ჩინეთის ლიდერის სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მიმართ, რადგან მცირე შანსი არსებობს იმის, რომ შეხვედრამ უკრაინას პოზიტივი მოუტანოს. 

კირბის თქმით, აშშ კვლავ შეშფოთებულია სი ძინპინის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებების გამეორებით, რაც სარგებელს მოუტანს მხოლოდ რუსეთს. 

მისივე თქმით, ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ პეკინმა მიიღო გადაწყვეტილება მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების შესახებ. 

მანამდე კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პეკინი არ აკისრებს რუსეთს პასუხისმგებლობას უკრაინაში ომის დანაშაულებზე და სკეპტიკურად უყურებს ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივებს. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 იაპონიის პრემიერი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

🔴 თეთრი სახლი სი ძინპინს მოუწოდებს, პუტინზე ზეწოლა განახორციელოს