მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულის მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

ქაბულში მომხდარი აფეთქება

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. 

არსებული ინფორმაციით, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა დაუზუსტებელია.

„თალიბანის“ პოლიციის  სპიკერმა, ხალიდ ზადრანმა თქვა, რომ აფეთქება მოხდა ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. 

BBC წერს, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის მეჩეთის იმამი. ამ ეტაპზე უცნობია ვინ დგას მომხდარის უკან, პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. 

ქაბულის სასწრაფო დახმარების საავადმყოფომ Twitter-ზე დაწერა, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულია 27 ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი. 

თალიბანის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი მკაცრად გმობენ თავდასხმას.