მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 2 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ვიდეო)

ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 2 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ყაზახეთის პრეზიდენტმა  კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მანგისთაუს რეგიონსა და ალმათში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას  „დოიჩე ველე“ავრცელებს. 

ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებენ.

რამდენიმე ათასმა ადამიანმა გაარღვია პოლიციის კორდონი ალმა-ატაში, რესპუბლიკის მოედნის წინ. სააგენტოს ცნობით, მოედანზე სულ მცირე 5 ათასი ადამიანია შეკრებილი.

უშიშროების ძალებმა, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ყუმბარები გამოიყენეს. აქციის  მონაწილეებმა დაამსხვრიეს პოლიციის ავტობუსები და მანქანები.

შეტაკებები მიმდინარეობს, ასევე, რამდენიმე ქალაქში -  ტარაზში, აქტაუში და სხვა ქალაქებში. ქვეყნის დედაქალაქ ნურ-სულთანში რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, მათ შორის რადიო თავისუფლების ყაზახური გამოცემის ჟურნალისტი. 

ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ქუჩები, რკინიგზის გადასასვლელები და ლიანდაგები. ეკონომიკურ მოთხოვნებს დაემატა ხალხის უკეთესი კეთილდღეობის მოწოდება და მთავრობის გადადგომა.

„მოწოდებები სამოქალაქო და სამხედრო დეპარტამენტებზე თავდასხმის შესახებ აბსოლუტურად უკანონოა. ეს არის დანაშაული. ჩვენ არ გვჭირდება კონფლიქტი, გვჭირდება ურთიერთნდობა და დიალოგი“, - მიმართა აქციის მონაწილეებს ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.