მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთის შს სამინისტრო გაანადგურებს მათ, ვინც უარს იტყვის იარაღის დაყრაზე

ყაზახეთის შს სამინისტრო გაანადგურებს მათ, ვინც უარს იტყვის იარაღის დაყრაზე

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო განადგურებით ემუქრება მათ, ვინც იარაღს არ დაყრის, - ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახური გამოცემები ტელეგრამარხებით ავრცელებენ.

„მეამბოხეები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ იარაღის დაყრის მოთხოვნებს, განადგურდებიან“, - ნათქვამია სააგენტო Telegram-ში.

რეგიონებში გაძლიერებულია პოლიციისა და ეროვნული გვარდიის პატრულირება. წესრიგის დამრღვევთა დაკავება, დამნაშავეების დადგენა და დაკავება მიმდინარეობს.

ყაზახეთში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გადააყენა მთავრობა. გადააყენა სახელმწიფოს პირველი მეთაური ნურსულთან ნაზარბაევი. დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა.