მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლეგენდარულმა გიტარისტმა კარლოს სანტანამ კონცერტის დროს გონება დაკარგა

გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი

გრემის ჯილდოს მფლობელმა მუსიკოსმა, ლეგენდარულმა გიტარისტმა კარლოს სანტანამ სცენაზე გონება დაკარგა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

მედიასაშუალების ცნობით,  74 წლის მუსიკოსი მიჩიგანში, დეტროიტის მახლობლად, კლარკსტონში მართავდა კონცერტს, როდესაც შეუძლოდ გახდა. 

მექსიკაში დაბადებულმა სანტანამ მოგვიანებით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „დაავიწყდა საკვების მიღება და წყლის დალევა“. 

„დეჰიდრატაციის გამო გონება დავკარგე“, - აღნიშნა მუსიკოსმა. 

აღსანიშნავია, რომ მექსიკაში დაბადებული ლეგენდარული მუსიკოსი გრემის 10 გზის მფლობელია.