მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიზ ტრასი ნატოს ლიდერებს საგანგებო შეხვედრის გამართვას სთავაზობს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ნატოს ლიდერების საგანგებო შეხვედრის მოწვევის ინიციატივით გამოდის.  

ტრასი საჭიროდ მიიჩნევს ასეთი შეხვედრის ჩატარებას, რათა მოკავშირეები დარჩნენ ერთიანები და მტკიცე პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

„უკრაინელების სიმამაცემ, რომლებიც ძალადობის და წამების ყველაზე სასტიკი ქმედების წინაშე აღმოჩნდნენ, მსოფლიო აღფრთოვანება გამოიწვიეს. არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად.  ჩვენ, ჩვენი მხრივ, არ უნდა შევასუსტოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაზე მასიური სარაკეტო დარტყმის გამო დღეს G7-ის ლიდერების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოფორმატით მიიღებს მონაწილეობას.