მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მინდა, ბოდიში მოვიხადო დაშვებული შეცდომისთვის, თუმცა, გადადგომას არ ვაპირებ“ - ლიზ ტრასი

ლიზ ტრასი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა ეკონომიკურ პროგრამაში დაშვებული შეცდომისთვის, რამაც ინვესტორების ნდობის შემცირება და გამოკითხვებში მისი კაბინეტის რეიტინგის დაცემა გამოიწვია, ბოდიში მოიხადა. თუმცა აღნიშნა, რომ ამის გამო გადადგომას არ აპირებს.

„მინდა, ავიღო პასუხისმგებლობა და ბოდიში მოვიხადო დაშვებული შეცდომების გამო. მინდოდა, ჩემი ქმედებებით მოსახლეობა ენერგიის მაღალი გადასახადის პრობლემას გამკლავებოდა, თუმცა, ჩვენ ძალიან სწრაფად, ძალიან შორს წავედით“, - განუცხადა ტრასმა BBC-ს.

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა, ახალი დღის წესრიგი წარადგინა, სადაც საუბარია ენერგეტიკული მხარდაჭერისა და ტრასის მიერ შემუშავებული გადასახადების სქემის შემცირებაზე.

კითხვაზე, არის თუ არა ის ახლა პრემიერ-მინისტრი მხოლოდ სახელით, ტრასმა თქვა, რომ მან ჰანტი დანიშნა, რადგან იცოდა, რომ მიმართულება უნდა შეეცვალა. 

ლიზ ტრასმა ასევე დასძინა:

„ვრჩები, რადგან მათ მე ამირჩიეს, რათა ამ ქვეყანას ვემსახურო და ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებასაც ვაპირებ“.