მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოს 9 ქვეყანამ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ნატოს ქვეყნებმა უკრაინას მხარი დაუჭირა

ნატოს 9 წევრი ქვეყნის პრეზიდენტებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსია და მოუწოდეს ალიანსს, რომ უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

„მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობას“, - წერია განცხადებაში. 

აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების მხარდაჭერა გამოთქვეს, რომელმაც ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჩეხეთის, ბალტიის ქვეყნების, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, ასევე რუმინეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ ვლადიმერ პუტინი თუ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის - იენს სტოლტენბერგი

✔️ იქნება ბირთვული ომები მილიონობით მსხვერპლით, ბირთვულ შანტაჟზე პასუხი უნდა იყოს მკაცრი - ანდრეი ერმაკი

✔️ ნასამებით უკრაინის ცის ჩაკეტვა შესაძლებელი გახდება - ნიკო ლანგი

✔️ რა შემთხვევაში გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს?