მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთი ბელარუს მესაზღვრეებს სასაზღვრო ჯებირების განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს

პოლონეთის ბრალდება ბელარუსის მესაზღვრეებისადმი

პოლონეთმა ბელარუსი მესაზღვრეები საზღვარზე დამცავი ნაგებობების განზრახ დაზიანებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

პოლონური მხარე ვარაუდობს, რომ ამ ქმედებებს ბელარუსი მესაზღვრეები პოლონეთში უკანონო მიგრანტებისთვის მოხვედრის მიზნით ახორციელებენ.

გასულ ღამე პოლონეთის ტერიტორიაზე 100-მდე მიგრანტმა სცადა შეღწევა. მათი უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსმა მესაზღვრეებმა მიგრანტებს ცრემლსადენი აირის შემცველი ბალონები მისცეს, რომლებიც მათ პოლონელი მესაზღვრეების წინააღმდეგ გამოიყენეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ ტყეში, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის მახლობლად სირიელი მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. მისი გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ევროკავშირი ბელარუსს მიგრაციული კრიზისის განზრახ შექმნაში ადანაშაულებს. ბრიუსელის ზეწოლის შემდეგ თურქულმა და ბელორუსულმა ავიაკომპანიებმა განაცხადეს, რომ თურქეთიდან ბელარუსში ერაყის, სირიის და იემენის მოქალაქეებს აღარ გადაიყვანს, თავის მხრივ, ერაყმა ბელარუსთან ავიამიმოსვლა საერთოდ გააჩერა.

ევროკავშირი ბელარუსის ავიაკომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. მათ ადამიანების კონტრაბანდაში ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. სანქციების შესაძლო დაწესება „აეროფლოტსაც" ემუქრება, თუმცა მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში რეისებს არ ასრულებს.