მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად პროდუქტიულად მუშაობენ ადამიანები კვირაში 4 დღე - კვლევა

მოკლე სამუშაო კვირა

გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ ედინბურგში კვლევა დაიწყეს იმის დასადგენად, თუ რამდენად პროდუქტიულად მუშაობენ ადამიანები 4-დღიანი სამუშაო გრაფიკით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, საპილოტე პროგრამა განხორციელდება კემბრიჯისა და ოქსფორდის პროფესორების ჩართულობით. 

ამასთან, გამოცემა წერს, რომ საცდელი პროცესი ხდება იმ ფონზე, როდესაც დამსაქმებლები მთელ მსოფლიოში მზარდ ინტერესს იჩენენ დასაქმებულებს დამატებითი დასვენების დღის მიცემით პოტენციური სარგებელი გაუჩინონ.

აღნიშნულ კვლევაში 30-მდე კომპანია მონაწილეობს, ხოლო თანამშრომლებს იმავე რაოდენობის ხელფასს გადაუხდიან, რამდენსაც 5-დღიან სამუშაო გრაფიკში იღებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა უკვე ტარდება ესპანეთში, ირლანდიაში, აშშ-სა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. 

„რაც დრო გადის უფრო მკაფიო ხდება მოკლე სამუშაო კვირის სოციალური და გარემოსდაცვითი სარგებელი, დადგა დრო, რომ უფრო მეტმა ორგანიზაციამ გადადგას ნაბიჯი და კვლევას შეუერთდეს“, - აცხადებს კვლევაში ჩართული ბრიტანელი პროფესორი ბრენდან ბურჩელი.