მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი მზადაა დატოვოს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება - გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელი

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, - ამის შესახებ ჟენევაში გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გენადი გატილოვმა განაცხადა.

გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა  წერილი გადასცა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს სადაც წერია საკუთარი მოთხოვნების ჩამონათვალი.

მისი თქმით, გაეროს ოფიციალური პირები კვირას მოსკოვში იმსჯელებენ შეთანხმების განახლებაზე.

„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტი არ ხდება, მაშინ მოგვიწევს ყველაფრის გადახედვა“, - აღნიშნა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთმა შეაჩეროს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება? გენადი გატილოვმა აღნიშნა, რომ „რუსეთი შეთანხმების გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეს შეთანხმება უნდა იყოს თანაბარი, ის უნდა იყოს სამართლიანი და სამართლიანად განხორციელებული ყველა მხარის მიერ. მისი პირობები თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს მხარეებზე“.

„რუსეთის ხელისუფლებასთან მუდმივი კომუნიკაცია გრძელდება, ისევე როგორც ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან, რათა რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე დაბრკოლებები აღმოვფხვრათ“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ხერსონი უკვე მომავალ კვირას - Financial Times

✔️ „ისინი ამ ომს განიხილავენ უფრო ფართო ჯვაროსნულ ლაშქრობად“ - ოლაფ შოლცი

✔️ შეიარაღებული ძალების წარმატებები აახლოებს პუტინის დასასრულს, ელიტა მოლაპარაკების ვარიანტებს ეძებს - გენერალი

✔️ რუსეთი კარგავს დონბასში წინსვლის უნარს და ეშინია შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის - ISW

✔️ „პუტინს არ აქვს დარჩენილი კარგი სვლები, უკრაინა კიდევ უფრო მეტ რუს ჯარისკაცს გაანადგურებს“ - ზურაბ ბატიაშვილი