მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა - დაღუპულია 5 ადამიანი

ხანძარი რუსეთში

რუსეთის ქალაქ კოსტრომას ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი Baza ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, გარდა დაღუპულებისა, დაშავებულია 4 ადამიანი. ყველა მათგანი ნახშირორჟანგით მოიწამლა. ხანძრის დროს შენობის სახურავი ჩამოინგრა.

უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.