მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში ქურდობისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთში ქურდობისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთში ქურდობისთვის  საქართველოს 2 მოქალაქე სატრანსპორტო შემოწმების შემდეგ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას francebleu ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, მანქანის საბარგულში შემოწმებისას აღმოაჩინეს  80 ფილა კარაქი, ასევე, კინდერ ტკბილეული და სნიკერსი. დაკავებულებმა პოლიციას ინვოისი ვერ წარუდგინეს. 

„ამ დროისთვის ჩვენ არ ვიცით საიდან მოდის ეს პროდუქტები. ორივე მამაკაცი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება“, - აცხადებენ პოლიციაში.