მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომალიში მანქანები აფეთქდა, რის შედეგადაც 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა - Reuters

სომალიში მანქანები აფეთქდა, 100 ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, განათლების სამინისტროსთან ორი მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა. ამის შესახებ სომალის პრეზიდენტმა, ჰასან შეიხ მოჰამუდმა განაცხადა.

პირველი აფეთქება მოხდა განათლების სამინისტროსთან, გზაჯვარედინზე. მეორე იმ მომენტში მოხდა, როცა სასწრაფო დახმარების მანქანები ადგილზე მივიდა და დაზარალებულთა დასახმარებლად ხალხი შეიკრიბა.

2017 წლის ოქტომბერში იმავე ადგილზე აფეთქდა ბომბი, რის შედეგადაც 587 ადამიანი დაიღუპა.

მოჰამუდის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

აღნიშნულია, რომ პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა პრეზიდენტი ისლამისტურ დაჯგუფებას ალ შაბააბს ადანაშაულებს.

Reuters-ის ცნობით, ეს დაჯგუფება ჩვეულებრივ თავს არიდებს პასუხისმგებლობის აღებას თავდასხმებზე, რომლებიც მსხვერპლთა დიდ რაოდენობას იწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ხერსონის 90-ე გამოსასწორებელი კოლონიიდან ე.წ. „ევაკუაციის“ დროს რუსებმა პატიმრები გამოიყვანეს, კოლონიას კი პერსონალისა და აღჭურვილობის დასაბინავებლად იყენებენ - უკრაინის გენშტაბი

👉 ირანულ მოჰაჯერ-6-ს უკრაინული წარმოების სათადარიგო ნაწილი აღმოაჩნდა - უკრაინის დაზვერვა

👉 უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

👉 სავარაუდოდ, უკრაინამ სევასტოპოლთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „გრიგოროვიჩის“ კლასის ფრეგატს შეუტია - ISW