მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სულ მცირე 11 გარდაცვლილი - ავღანეთსა და პაკისტანში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა ავღანეთში

ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთსა და პაკისტანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. 

6.5 მაგნიტუდის მიწისძვრამ შენობები დააზიანა და მეწყერი გამოიწვია.

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ლაგმანის პროვინციაში, კატასტროფების მართვის სამინისტროს სპიკერის შაფიულა რაჰიმის განცხადებით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 8 კი დაშავდა.

პაკისტანის კატასტროფების მართვის პროვინციული ორგანოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. დაშავებულია 44-მდე ადამიანი.