მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენი ცხოვრების არჩევანი ვაჟკაცობის გზაა“ - პუტინი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჯარისკაცებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სპეციალური ოპერაციების ძალების“ სამხედროებს და ვეტერანებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და „ვაჟკაცობისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„თქვენი ცხოვრების არჩევანი ვაჟკაცობის, გამბედაობის და სამშობლოსადმი თავგანწირული ერთგულების გზაა. თქვენ ეს დაამტკიცეთ ბრძოლაში, მათ შორის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს, ბოლომდე მიღებული ბრძანების შემდეგ. თქვენ იცავთ ჩვენს მიწას ნეონაცისტური საფრთხისგან“, - აცხადებს პუტინი. 

პუტინმა აღნიშნა, რომ ისინი სამართლიანად მიიჩნევიან რუსული არმიის „სიამაყედ“.

„სპეციალური ოპერაციების ძალების ყველა მებრძოლი და მეთაური გამოირჩევა მომზადების უმაღლესი დონით, უნარითა და მზადყოფნით იმოქმედოს გაბედულად, გადამწყვეტად, ელვის სისწრაფით ძირითად უბნებსა და მიმართულებებზე, რათა ეფექტურად გადაჭრას სტრატეგიული მნიშვნელობის ყველაზე რთული ამოცანები მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში, სადაც ამას მოითხოვს რუსეთის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა პუტინმა. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ 1 კვირაა სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, საწოლიდან ვეღარ დგება - ადვოკატი

✔️  2008 წელს დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ზეცამდე აამაღლა ნარკომანი, ავანტიურისტი - მედვედევი

✔️ გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

✔️ კანადა უკრაინას ყველა არსებული მექანიზმით დაუჭერს მხარს - ჯასტინ ტრუდო

✔️ „დეესკალაციის აუცილებლობა...“ - ისრაელმა და პალესტინამ მოლაპარაკებები გამართეს