მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცულითა და ხმლით შეიარაღებული კაცი New York Times-ის ოფისში შეჭრას ცდილობდა

ნიუ-იორკ თაიმსის სათავო ოფისი

ცულით და ხმლით შეიარაღებული კაცი New York Times-ის ოფისში შეჭრას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, კაცს გამოცემის პოლიტიკურ დეპარტამენტთან საუბარი სურდა.
დაცვის თანამშრომლებმა კაცი ფოიეში დააკავეს და დაარწმუნეს, რომ ცული და ხმალი სამართალდამცველებისთვის გადაეცა. 

ამავე ცნობით, კაცი საგამოძიებო უწყებაში მიყვანის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 18 ნოემბრის ამინდის პროგნოზი