მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე პროგრესს მიაღწია

თურქეთის დროშა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დღეს მოსკოვში  უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის განბლოკვის მიზნით მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ უკრაინული მედია Milliyet -ზე დაყრდნობით იუწყება.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრამ კონსტრუქციულ და ძალიან პოზიტიურ ატმოსფეროში ჩაიარა, მოლაპარაკების მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინასა და გაეროსთან ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვაზე. 

რუსეთმა და თურქეთმა, ასევე, განიხილეს უკრაინის ბლოკირებული პორტებიდან ტვირთების გატანის საკითხი და ბორისპოლის აეროპორტში თურქული თვითმფრინავების უსაფრთხო დაბრუნება.

რაც შეეხება კიევის, მოსკოვის, ანკარისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივ შეხვედრას, ის სავარაუდოდ უახლოეს კვირებში გაიმართება.

თურქულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის პორტიდან პირველი თურქული გემი - „აზოვი კონკორდი“ გავიდა.

ამავე თემაზე: 

➖  უკრაინის ტერიტორიაზე 30 მილიონ ტონამდე მარცვლეული ინახება, რომელიც ექსპორტს საჭიროებს - უკრაინული მხარე

➖  უკრაინის ტერიტორიაზე 30 მილიონ ტონამდე მარცვლეული ინახება, რომელიც ექსპორტს საჭიროებს - უკრაინული მხარე

➖  პური, როგორც ახალი მსოფლიო ვალუტა - რომელი ქვეყნები დაზარალდებიან ყველაზე მეტად უკრაინული მარცვლეულის დეფიციტით