მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ და ევროკავშირი რუსეთის საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებენ - Bloomberg

შესაძლო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემთხვევაში აშშ და ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი ბანკების და პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. 

სანქციები შეიძლება შეეხოს ასევე რუბლების კონვერტაციას დოლარებში, ევროებში და გირვანქა სტერლინგებში. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აგრეთვე მეორად ბაზარზე რუსული ვალის ვალდებულებების შეძენაზე ინვესტორებისთვის შეზღუდვების დაწესება.

ყველაზე რადიკალურ გადაწყვეტილებად შეიძლება განიხილებოდეს რუსეთის გათიშვა SWIFT-ის ფინანსური გადახდის სისტემიდან, მაგრამ, სააგენტოს წყაროს ცნობით, ეს ზიანს მიაყენებს რიგით მოქალაქეებს.

განსახილველ სანქციებს შორის არის ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის, ასევე უმსხვილესი ბანკების და ენერგეტიკული კომპანიების  წინააღმდეგ შეზღუდვები. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. შესაძლო სანქციების ვარიანტები ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უნდა გააცნოს ვიდეოკონფერენციის დროს, რომელიც 7 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.