მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

„რუსეთი მზად არის  კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისთვის, მაგრამ კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით,“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა

მან, ასევე, ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ კონფლიქტის მოგვარების გეგმაზე.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულას“ არაფერი აქვს საერთო უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან.  

„ეს სხვა არაფერია, თუ არა ულტიმატუმის მოთხოვნები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომლებიც მოწყვეტილია რეალობას. მათ შორისაა, ჯარების გაყვანა რუსეთის რეგიონებიდან - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონიდან და თუნდაც ყირიმიდან, რეპარაციების გადახდა და საერთაშორისო ტრიბუნალებისადმი ჩაბარება. უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ მიზანია დასავლეთის დახმარებით მიაღწიოს რუსეთის კაპიტულაციას“, - აცხადებს მარია ზახაროვა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინელმა სამხედროებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები ზაპოროჟიეს სამხრეთით, ოკუპანტები ცდილობენ  ბახმუტის დაკავებას - საბრძოლო რუკები 

👉 სი ძინპინი რუსეთში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას შესთავაზებს - ISW

👉 სერბეთი კრემლს შორდება, ბელგრადმა, შესაძლოა, სანქციები დააწესოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - ამერიკელი ანალიტიკოსები 

👉 ყველა რაშისტი პასუხს აგებს, პასუხს აგებენ ყოველი უკრაინელის სიცოცხლისთვის - ზელენსკი

👉 გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა