მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის სამთავრობო უწყებებზე კიბერშეტევა განხორციელდა

ლეპტოპი

უკრაინაში ჰაკერებმა სამთავრობო უწყებებზე კიბერშეტევა განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ჰაკერებმა საგარეო საქმეთა, განათლების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების საიტები გატეხეს და იქ უკრაინულ რუსულ და პოლონურ ენებზე მუქარის ტექსტი განათავსეს.

„უკრაინელებო! თქვენი პერსონალური მონაცემები საერთო ქსელშია ატვირთული. კომპიუტერების მონაცემები განადგურებულია და მათი აღდგენა შეუძლებელი. მომავალში უარესს ელოდეთ“, - წერენ ჰაკერები.

ფაქტით უკვე დაინტერესდა უკრაინის კიბერპოლიცია, რომელმაც გამოძიება დაიწყო. ასევე, დროებით მიუწვდომელი იყო სხვა სამთავრობო უწყებების საიტებიც.