მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ევროპა მზად უნდა იყოს რუსული გაზის სრულად გათიშვისთვის - ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო

რუსული გაზი

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა ევროპას ურჩია ზამთრისთვის სასწრაფოდ მოემზადოს. 

„რუსული გაზის სრულად გათიშვის შემთხვევაში ევროპა მზად უნდა იყოს. რაც უფრო ვუახლოვდებით ზამთარს, მით უფრო გვესმის რუსეთის განზრახვები", - განაცხადა ბიროლმა.

მისი თქმით, რუსეთმა უკვე დაიწყო ბუნებრივი აირის მაქსიმალური შემცირება, რათა ევროპელებს დამატებითი რეზერვები არ ჰქონდეთ. 

ბიროლი ამბობს, რომ კრემლი თავის ბერკეტს ბუნებრივი აირის დახმარებით ზამთარში კიდევ უფრო მეტად გამოიყენებს.

IEA-ს ხელმძღვანელმა მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ იმისთვის, რომ ბუნებრივი აირის გარეშე არ დარჩნენ. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციამ ევროპისთვის უკვე დაიწყო გაზმომარაგების შემცირება, კრემლის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი, რუსული კომპანია „გაზპრომი“ გერმანიისთვის გაზის მიწოდებას დაახლოებით 60%-ით ამცირებს. 

ამავე თემაზე: 

➖   ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა

➖    დანიამ უარი თქვა რუსული გაზის რუბლებში გადახდაზე, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ რუსეთმა შეაჩეროს დანიისთვის გაზის მიწოდება