მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„12 სკამიდან ერთი მაინც მოგვიტანონ, რომ გვაჩვენონ, არ ბლეფობენ“ - რომან გოცირიძე

12 სკამიდან ერთი მაინც მოგვიტანონ, რომ გვაჩვენონ, არ ბლეფობენ

„კობახიძის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ომის პროპაგანდა, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად კობახიძემ აღნიშნა, რომ  თუ დეკემბრამდე საქართველოში ომი დაიწყება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ექნება. 

რომან გოცირიძის თქმით, მმართველ პარტიაში ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. 

„ეს არის ომის პროპაგანდა, რომელიც ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით და პარტია, რომელიც ეწევა ომის პროპაგანდას, „ალტ-ინფოსავით“, უნდა იყოს დახურული. ისევ ეს პარტია განმარტავდა, რომ თურმე ევროპას უნდა, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, გახდეს პრემიერ-მინისტრი, დაიწყოს ომი და როგორც კი ომს დაიწყებს, მის 500 მილიონს ჩაუდებენ ჯიბეში.

აი, ასეთ სულელურ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, ეს არის ივანიშვილის სიტყვები, ამიტომ სანამ ივანიშვილს არ დაადებენ სანქციას, მანამდე ეს კაცი არ მოისვენებს. გვაჩვენონ, რომ მათ აქვთ სურვილი. იმ 12 სკამიდან ერთი სკამი მაინც მოგვიტანონ და დაგვიდგან, მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მართლა გააჩნიათ და არ ბლეფობენ. ამიტომ არავინ წამოეგება ხელმეორედ მათ ანკესზე, ჩვენი გეგმით ვივლით“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.