მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის ძალადობა ჟურნალისტებისა და LGBTIQ პირთა წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე - ევროკავშირის ანგარიში

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გატარებული რეფორმებია განხილული.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ:

„2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები; 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვირ პირთა (LGBTIQ) წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე; ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ. გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი დაჩქარებული წესით იყო მიღებული პარლამენტის მიერ ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე. ეს კანონები სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, დანიშვნის საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას მოიცავდა“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლში ძლიერი აფეთქებები მოხდა - „პარტიზანები მუშაობენ, აფეთქებაში უკრაინელები მონაწილეობდნენ“

👉 „მონტენეგროს ხელისუფლების თავდასხმას დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული კამპანიის მორიგ ეპიზოდად მივიჩნევთ“ - მარია ზახაროვა

👉 „რუსებმა კვლავ დაიწყეს სროლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით“ - ქალაქის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ

👉 „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს ყირიმის დაპყრობით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 ჩეჩნეთის ახალგაზრდობის კავშირი კადიროვის პატივსაცემად, მარიუპოლისთვის სახელის გადარქმევას მხარს უჭერს - „ქალაქს „ახმატი“ უნდა დაერქვას“