მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ პროცესით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ანაკლია გააჩერეს“ - მამუკა ხაზარაძე

ლელო-საქართველოსთვის პრემიერობის კანდიდატი

„3 წელი არ სჭირდება რაღაც 3 გადარიცხვას, რომელიც მარტივი ამოსახსნელია. ეს არანაირ კავშირში არ არის დარღვევასთან“, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დაწყების წინ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ხაზარაძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტი მხოლოდ დროებით არის გაჩერებული. 

ხაზარაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტი გასაგები მიზეზის გამო გააჩერეს. 

„მადლობით მინდა დავიწყო და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უცნობ ადამიანს, რომლებიც 3 წლის განმავლობაში ჩვენს გვერდით დგანან და პირდაპირი ნდობა აქვთ გამოცხადებული. მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს ნდობა არის გამართლებული იმიტომ რომ თქვენ მხარდაჭერაში არ შემცდარხართ. 

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, 3 წელი არ სჭირდება რაღაც 3 გადარიცხვას, რომელიც მარტივი ამოსახსნელია. ეს არანაირ კავშირში არ არის დარღვევასთან მით უმეტეს ფულის გათეთრებასთან. საკითხი ეხება ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ეხება და ეს თემა არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. 

პრაქტიკულად ამ პროცესით ხაზს ვუსვამ, დროებით მიაღწიეს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტის ანაკლიის გაჩერებას. ეს პროექტი ქვეყანას აძლევდა ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას, ეკონომიკურს უსაფრთხოების თვალსაზრისით, დასაქმების თვალსაზრისით... მათ ეს ფუნქცია წაართვეს ქვეყანას გასაგები მიზეზის გამო“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული. 

ხაზარაძე - ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). სასჯელი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.